ხაშურში, ქიმერიძეების უბანში მინი სტადიონის მოწყობა მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ ხაშურში, ქიმერიძეების უბანში მინი სტადიონის მოწყობა მიმდინარეობს.

„მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ქიმერიძეების უბანში მინი სტადიონი შენდება. პროექტის განხორციელების შემდეგ, მუნიციპალიტეტში, სპორტული ცხოვრებისთვის, კიდევ უფრო მეტი სივრცე შეიქმნება “- აღნიშნა, სამუშაოების დათვალიერებისას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა.

მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდა მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი, მისი განმარტებით, სამუშაოებს მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 64 891 ლარს შეადგენს.

Visited 126 times, 1 visit(s) today