ხევში საავტომობილო ხიდების აღდგენა მალე დაიწყება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძესთან და სოფლის მაჟორიტარ დეპუტატ ზვიად მამალაძესთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო ხიდების დაპროექტებისათვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, ხევის ტერიტორიულ ერთეულში იმყოფებოდა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღსადგენად 2,5 მილიონი ლარი გამოეყო. სოფელ ხევში ორი ახალი ხიდი აშენდება, ერთს კი ბურჯის აღდგენისა და სარეგულაციო სამუშაოები ჩაუტარდება.

Visited 180 times, 1 visit(s) today