ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების გადახურვის პროგრამა ხორციელდება

13/09/2017

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თანადაფინანსებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების გადახურვის პროგრამა ხორციელდება. სოფელ ერგეში ორი საცხოვრებელი სახლი უკვე გადაიხურა. ობიექტებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46 577 ლარი დაიხარჯა. 2017 წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტში 10-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0