ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს წყალსადენებზე პრევენციული ღონისძიებები

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდების მიზნით მიმდინარეობს წყალსადენებზე პრევენციული ღონისძიებების გატარება.
ახალშენის, სალიბაურის, სარფის, შუა მახინჯაურის, თხილნარისა და აგარას წყალსადენებზე უკვე დამონტაჟდა საქლორატორო მოწყობილობები. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 49 737 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ლადა“ აწარმოებდა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა წყალსადენზე გეგმავს საქლორატოლო მოწყობილობების დამონტაჟებას.

Visited 159 times, 1 visit(s) today