ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქუთაისში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

27/09/2017

ქუთაისის მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ვიცე-გუბერნატორებმა, მაჟორიტარმა დეპუტატებმა და საკრებულოს წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს კადეტებმაც. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0