ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

03/08/2017

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების მორიგი ფაქტები გამოავლინეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, ხოკოს უბანში, გადამოწმებული იქნა სატვირთო მანქანა, რომლის ძარაზეც აღმოჩნდა 21.45 მ3 ფიცარი. მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი საჭირო დოკუმენტაცია.
იმავე ლოკაციაზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, ასევე გადამოწმების მიზნით შეჩერებული სატვირთო მანქანის ძარაზე განთავსებული იყო 18.05 მ3 ფიცარი. მძღოლმა დეპარტამენტის თანამშრომლებს წარუდგინა დოკუმენტები, თუმცა მერქნული რესუსრსების მართვის ელექტრონულ ჟურნალში მათი გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სახერხ საამქროს ელექტრონულ ჟურნალში ფიცრის გატანა ასახული არ ჰქონდა. აღნიშნული სატვირთო მანქანები დაილუქა და გადაყვანილია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.
გარდა ამისა, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა სატვირთო მანქანები, რომელთა ძარაზეც განთავსებული იყო, ერთ შემთხვევაში – 4.23 მ3 და მერე შემთხვევაში – 18.05 მ3 ფიცარი. შესაბამისი დოკუმენტაცია ვერც ამ შემთხვევაში იქნა წარმოდგენილი. სატვირთო მანქანები დაილუქა.
შედგა შესაბამისი აქტები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0