ხის დარგვის აქცია გორში გაიმართა

22/04/2017

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ორგანიზებით ქ. გორში გამწვანების აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლებში გორის მუნიციპალური ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე 100 ძირი კიპარისის ნერგი დაირგო და მოეწყო ქარსაცავი ზოლი, რაც დაიცავს ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიას ნარჩენების გაფანტვისგან და ადგილზე გააუმჯობესებს მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს.
აქციაში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. მოსწავლეებს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ქვეყნის საერთო საქმეში წვლილის შეტანისათვის მადლობის სიგელები გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0