ხობის დეპუტატმა და გამგებელმა გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერეს

05/09/2017

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევისა და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაზიფიცირების პროექტს ახორციელებს. პროექტის შესაბამისად გაზიფიცირდება შემდეგი სოფლები: ხეთა, ოხვამეკარი, ნოჩხონი, წინაგოლა, ლარჩვა, ნოჯიხევი, ნაფოშტუ, კუთხე ნოჯიხევი, ზენი, დასახლება. ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლებლობა 6300 მოსახლეს ექნება სამუშაობზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება გაზიფიცირება მიმდინარე წლის ნოემბრამდე დასრულდება გაზგამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციას კომპანია „სოკარ-ჯორჯია გაზი“ განახორციელებს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები. მიწისქვეშა პოლიეთილენის და მიწისზედა ფოლადის საშუალო წნევის გაზსადენის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0