ხობში აკაკი ზარანდიას სახელობის საჭადრაკო პირველობის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

16/06/2017

16 ივნისს, ქალაქ ხობში, ღვაწლმოსილი პედაგოგის აკაკი (კაკო) ზარანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო პირველობის დასკვნითი ტურის მატჩები და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ტურნირი, რომელშიც 20 ნორჩი მოჭადრაკე მონაწილეობდა, შვეიცარიული სისტემით, ცხრა ტურად ჩატარდა.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ ნორჩ მოჭადრაკეებს მედლები და სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებას გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია ესწრებოდა.
სპორტული შეჯიბრება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის” ორგანიზებით განხორციელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0