ხონის მუნიციპალიტეტის სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს

26/12/2017

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე უძღვებოდა, ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი განიხილეს, სხდომას ესწრებოდა, როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლები. ბიუჯეტის პროექტი მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ლევან ჩიხლაძემ წარმოადგინა, მან ამომწურავი განმარტებები გააკეთა მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პარამეტრების, საპროგნოზო მაჩვენებლების, დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტების შესახებ და დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა. ბიუჯეტის განხილვას ხონის მერიის წარმომადგენლები და სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ. დღევანდელ სხდომაზე ასევე განხილულ იქნა „ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, პირობით/უპირობო ელ. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ტიპიური ოქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 აპრილის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საკრებულოს გადაწყვეტილებით საკითხები დამტკიცებულ იქნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0