ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტებს, ათეული წლების შემდეგ, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ

17/10/2017

ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტებს, ათეული წლების შემდეგ, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს დევნილთა და განსახლების სამინისტროს ორგანიზებით, დედალაურისა და ქუტირის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ ეკომიგრანტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა , რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე, მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ლილუაშვილი და გამგებლის პირველი მოადგილე გელა ჩოგოვაძე ესწრებოდნენ.
მათი ინფორმაციით, 2 ოჯახს საცხოვრებელი კარ – მიდამო საკუთრებაში უკვე გადაეცა, 7 -ის საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება, ხოლო დანარჩენი 19 ოჯახის დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს და პროცესის დასრულებისთანავე, მთავრობის განკარგულებით, ამ ოჯახების მოთხოვნაც დაკმაყოფილდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0