ხონში გასვლითი რეგიონული თათბირი გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე იმსჯელეს დღეს რეგიონულ თათბირზე ხონის მუნიციპალიტეტში. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა გამგებლებისგან მიმდინარე საკითხების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. მხარის გუბერნატორმა 12-ვე მუნიციპალიტეტის გამგებლებსა და წარმომადგენლებს როგორც ადგილობრივი ასევე, რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტებისა და სტიქიის შედეგად მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი დაავალა. რეგიონულ თათბირზე ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს. ასევე, მოისმინეს ინფორმაციები გაზიფიცირების, სურსათის უვნებლობისა და სატყეო საკითხებთან დაკავშირებით.

Visited 167 times, 1 visit(s) today