იპილიტე ხვიჩიას ქუჩის მოასფალტების სამუშაოები დილიდან განახლდა. მიმდინარეობს ასფალტის მეორე ფენის დაგება. ჯამში სოფელ კონტუათის ცენტრამდე 2320 გრძ. მ გზა კეთილმოეწყობა.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ინტენსიურად აკვირდებიან გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და სამუშაოებს გამგეობის მერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ინდივიდუალური მეწარმე დავით სიჭინავა ახორციელებს.
ხონში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
21/06/2016