ხონში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

04/08/2017

ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ლილუაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და მშენებლებს ადგილზე გაესაუბრა.
თავისუფლების მოედანზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ დეპუტატი ცენტრალურ ბიბლიოთეკას ესტუმრა, იქ არსებულ პირობებს გაეცნო, წიგნადი ფონდით დაინტერესდა და თანამშრომლებისაგან პრობლემების შესახებ მოისმინა, რომელთა გადაჭრაშიც დახმარება აღუთქვა.
გიორგი ლილუაშვილმა ასევე გორგასლის, გოგებეშვილის, რუსთაველის ქუჩებზე და სოფელ კონტუათში განხორციელებული გზების მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერა და, დღის ბოლოს, მოსახლეობასთან გამართა შეხვედრები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0