ხონში 18 ქუჩა მოასფალტდება

ხონში შიდა საუბნო გზების მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. 18 ქუჩის კეთილმოწყობა სექტემბრის ბოლოს დასრულდება და ჯამში 12 კილომეტრი ასფალტის საფარი დაიგება. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან 2 მილიონამდე ლარით დაფინანსდა და სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულები შპს ,,არქეოპოლისი და შპს ,,ინდიგო,, ახორციელებენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პროცესს აქტიურ მონიტორინგს უწევენ . სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში მუდმივად ადგილზე იმყოფებიან ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის შესაბამისი სპეციალისტები . ამ ეტაპზე, პროცესი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.

Visited 166 times, 1 visit(s) today