ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია ინტენსიურად გრძელდება

default

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზაზე ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციას აქტიურად გრძელდება. პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47 კილომეტრიან გზას ჩაუტარდება. პირველი მონაკვეთზე სამუშაოები ქუვეითის ფონდის მიერ მხარდაჭერით მიმდინარეობს, ხოლო მერე და მესამე მონაკვეთები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოების საერთო ღირებულება 95 689 302 ლარია.
ხულო-ზარზმის გზის პროექტით გათვალისწინებულია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. პირველ და მეორე მონაკვეთებზე, რომელიც ჯამში 42 კმ-ს მოიცავს, ამ დროისთვის, მიწის ექსკავაციის, საყრდენი კედლებისა და წყალგამტარი ნაგებობების მოწყობის 70%-ზე მეტი უკვე დასრულებულია. პარალელურ რეჟიმში, აქტიურად მიმდინარეობს 4 ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა. დაწყებულია, გზის საფუძვლის სტაბილიზაციისა და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების. ამ ეტაპზე, საფარი 2 კმ-მდე მონაკვეთზე უკვე დაგებულია, ხოლო წლის ბოლომდე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა დაგეგმილია 15 კმ-მდე მონაკვეთზე. რთული რელიეფისა და გეოლოგიური პირობების გამო, 11 უბანზე განვითარებული მეწყრული პროცესების სახით შექმნილ გამოწვევებზე ინტენსიურად მიმდინარეობს შესაბამისი შესწავლისა და საპროექტო გადაწყვეტილებების დამუშავების ღონისძიებები. ხულო-ზარზმის განახლებული გზა უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს. მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს, როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაც. ამასთან, განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.

Visited 89 times, 1 visit(s) today