ჯაბა სამუშიამ საზოგადოების „ფერეიდანი“ წარმომადგენლებს და მწერალს მელიქ რაჰიმს უმასპინძლა

24/03/2017

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ საზოგადოების „ფერეიდანი“ წარმომადგენლებს და მწერალს მელიქ რაჰიმს (რამიშვილი) უმასპინძლა.
სტუმრებმა დეპუტატს მელიქ რაჰიმის ოთხი წიგნის ქართულ ენაზე თარგმნასთან დაკავშირებით შუამდგომლობის თხოვნით მიმართეს.
როგორც მათ განაცხადეს, აღნიშნული ლიტერატურა ირანში სპარსულ ენაზე გამოიცა და ფერეიდნელი ქართველების ცხოვრებასა და ისტორიას ასახავს.
შეხვედრის დასასრულს, რომელიც საკრებულოში გაიმართა, ჯაბა სამუშიამ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0