ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა DTRA-ს წარმომადგენლებთან

12/07/2016

ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია სტუმრობდა. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორთან, ამირან გამყრელიძესთან ერთად აშშ-ს თავდაცვის სფეროში საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს, სამინისტრო აშშს თავდაცვის სფეროში საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან თანამშრომლობას აგრძელებს, დაგეგმილია ახალ პროექტებზე მუშაობა, ასევე შეიქმნება საბჭო რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტულ პროექტებს.
შეხვედრას ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი და აშშ–ს დაავედებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) საქართველოში წარმომადგენლობის დირექტორი ჯულიეტ მორგანი ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0