ჯანდაცვის ცენტრში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგული კვლევა ზესტაფონში ჩატარდა

19/05/2017

,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალურ ცენტრში’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორანიზებით C ჰეპატიტის უფასო სკრინინგული კვლევა ჩატარდა. მოქალაქეებს დილის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შესაძლებლობა ჰქონდათ C ჰეპატიტის უფასო სამედიცინო გამოკლვლევა ჩაეტარებინათ. C ჰეპატიტის უფასო სკრინინგული კვლევა მუნიციპალიტეტში პერიოდულად ეწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0