ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში დაამტკიცეს კომიტეტის დებულება და აირჩიეს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გაიმართა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა. სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის არჩევნები გაიმართა: კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, კომიტეტის თავჯდომარის წარდგინებით, აირჩიეს ვლადიმერ კახაძე, ხოლო მოადგილედ საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით – ზაალ მიქელაძე. კომიტეტის წევრებმა ასევე დაამტკიცეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დებულება, რომლის მიხედვითაც, განისაზღვრა ახალარჩეული პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების პერიოდში.

„განსაკუთრებით დიდია პასუხისმგებლობა ჯანდაცვის კომიტეტისა იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება. ისე რომ წინა ხაზს ჯანდაცვა, სოციალური თემატიკა წარმოადგენს და ამიტომ კომიტეტის მუშაობა იქნება პირდაპირ შემხებლობაში იმ უპირველეს და უმნიშვნელოვანეს პრობლემებთან, რომელთა წინაშეც დგას საზოგადოება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Visited 70 times, 1 visit(s) today