ჯანსუღ კახიძის სახელობის ფესტივალი TAKE 6 კონცერტით გაიხსნება

12/05/2016

ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-2 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ლეგენდარული ვოკალური ანსამბლის TAKE 6 კონცერტით გაიხსნება. ფესტივალი წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით პრეოქტის – „Check In Georgia“ ფარგლებში ტარდება.
ამ თემასთან დაკავშირებით 12 მაისს, კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც Take 6-ის წევრებთან ერთად გაუძღვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ჯანსუღ კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ კახიძე და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
Take 6 კონცერტს 12 მაისს, 20:00 საათზე ვახტანგ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გამართავს.
Take 6 – პოპულარული ამერიკული ჯგუფია, რომელიც აკაპელას გოსპელის ჟანრში ასრულებს; ჯგუფი ასევე მღერის თანამედროვე R & B-სა და ჯაზის სტილში. Take 6 ჩამოყალიბდა 1980 წელს და არსებობის მანძილზე, 10 „გრემის“ მფლობელი გახდა. ჯგუფი თანამშრომლობდა ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: რეი ჩარლზი, გორდონ გუვინი, დონ ჰენლი, უიტნი ჰიუსტონი, ქუინსი ჯონსი, ლუის მიგელი, მარკუს მილერი, სტივ უანდერი და სხვა.
ანსამბლის Take 6 კონცერტი ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-2 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ეწყობა, რომელიც 2015 წელს ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაფუძნდა. მისი პროგრამა აგებულია თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით სინთეზზე და განკუთვნილია ყველა ჟანრის მუსიკის მოყვარულთათვის.
ფესტივალის პროგრამა:

12 მაისი
ლეგენდარული ვოკალური ჯგუფი Take 6
თბილისის სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი – ვახტანგ კახიძე
15 მაისი
ჯაზი და ქართული პოლიფონია
მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები:
,,რუსთავი“, ,,ბასიანი“, ,,გეორგიკა“,
,,დიდგორი“ ,,სახიობა“ ,,კვირია“
21 მაისი
ჯაზის ლეგენდა-ივან ლინსი და მეგობრები
თბილისის სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი ვახტანგ კახიძე
24 -25 მაისი
ჯანსუღ კახიძის სიმღერები
მონაწილეობენ:
თბილისის სიმფონიური ორკესტრი;
ანსამბლი ,,რუსთავი“;
ეკა მამალაძე , ვახტანგ კახიძე;

ფესტივალის წარმდგენები არიან:
• ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი
• საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;
ფესტივალის მხარდამჭერები:
• თბილისის მერია;
• თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი;
• ფონდი,,ქართული გალობა“თბილისის განათლებისა და კულტურის
• თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრი;
• კომპანია ,,სუფთა სახლი“;
• სასტუმრო ,,რუმს ჰოტელ თბილისი“;
• რესტორანი ,,ფაეტონი“;
• საინფორმაციო უზრუნველყოფა – ტელეკომპანია GGDS

Tweet about this on TwitterShare on Facebook0