ჯანსუღ კახიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

17/10/2017

ჯანსუღ კახიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა.
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი წერეთელმა და მოადგილე იოსებ ქარცივაძემ განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერეს. სკვერში აღდგენილია სავალი ბილიკები, დაიგო ქვაფენილი, საბავშვო გასართობ მოედანზე გამოიცვალა კაუჩუკის საფარი, სრულად აღდგენილია სარწყავი სისტემა, ჩაირთო შადრევნები, 3000 კვ.მეტრზე დაიგო რულონური ბალახი და დაირგო სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ბუჩქები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0