ჯემალ სოლოღაშვილმა საგურამოში მშენებარე ობიექტები დაათვალიერა

17/07/2017

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სოფელ საგურამოში იმყოფებოდა. ჯემალ სოლოღაშვილმა, საგურამოს დეპუტატთან თამაზ მოძღვრიშვილთან ერთად, მშენებარე ობიექტები დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენელები საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ საგურამოსა და სოფელ ლისში სკოლამდელი აღრზდის დაწესებულებების მიშენების სამუშაოებს შპს „უნივერსალ მშენი“ 250000 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს.
საკრებულოს თავმჯდომარემ წყლის სისტემის გაყვანის პროცესსაც მიადევნა თვალი. საგურამოში სასმელი წყლის სისტემის დაქსელვითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ჯემალ სოლოღაშვილი ახალსოფელშიც იმყოფებოდა, სადაც ახლახანს დასრულდა ჭაბურღილის მშენებლობა, თუმცა წყალი მოსახლეობას ამ დრომდე არ მიეწოდება. ადგილზე იმყოფებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მერაბ თუხარელი, არქიტექტურის სამსახურის უფროსი რევაზ ელოშვილი და სამსახურის სხვა თანამშრომლები. თუხარელის თქმით, ახალსოფლელები წყალს უახლოეს მომავალში მიიღებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0