ჯერ ადრეა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის საქმიანობის შეფასება

25/10/2016

ჯერ ადრეა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის საქმიანობის შეფასება, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძის დანიშვნის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მიშველაძემ აღნიშნა, ალბათ მისი საქმიანობიდან გამომდინარე შესაძლებელი გახდება გარკვეული პოზიციისა და შეხედულების შექმნა.

“ზოგადად სასამართლო სისტემას და საკონსტიტუციო სასამართლოს რაც შეეხება, იცით ჩვენი დამოკიდებულება, რომ ამ სისტემას სჭირდება გაჯასაღება და რომ კვალიფიციური და მაღალი ნდობის ადამიანებით გაძლიერება მხოლოდ და მხოლოდ წაადგება სასამართლო სისტემის გაჯანსაღების პროცესს, იმიტომ რომ საზოგადოებაში არსებობს არაერთი ეჭვი, კითხვის ნიშანი სასამართლო სისტემის და ზოგადად საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მიშველაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0