​საქართველოს პრეზიდენტმა სვეტიცხოვლობის დღესასწაული ქვეყნის მოსახლეობას მცხეთიდან მიულოცა

​სალომე ზურაბიშვილი, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო და მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა. ,,მინდა სრულიად საქართველოს მოვულოცო დღევანდელი დღე – სვეტიცხოვლობა! ეს ერთ-ერთი ჭეშმარიტად ქართული, ქრისტიანული დღესასწაულია. დღეს აქ ვართ, რადგან ამ ქრისტიანულ დღესასწაულს ძალიან დიდი მადლი აქვს და მინდა მოგილოცოთ ყველას”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

Visited 50 times, 1 visit(s) today