საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პარლამენტის წევრები, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, სამუშაო შეხვედრას მართავენ

15/09/2017

იტალიაში, კომოს ტბაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის მომზადებისა და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვის მიზნით, სამი ქვეყნის – მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის პარლამენტის წარმომადგენლები ხვდებიან.
ღონისძიების წარმართვას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარე, თამარ ხულორდავა და პირველი მოადგილე, ირინა ფრუიძე, თანამშრომლობის პლატფორმის მხარდამჭერ ორგანიზაციასთან – კონრად ადენაუერის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად ხელმძღვანელობენ. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად აგრეთვე, მოწვეულნი არიან ევროპარლამენტის წევრები და ევროპის წამყვანი ანალიტიკური ცენტრების ექსპერტები. შეხვედრის ბოლოს ერთობლივი პოლიტიკური დოკუმენტი – კომოს კომუნიკე მიიღება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0