1ივლისს ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

26/06/2018

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას საავტომობილო გზის კმ16-კმ21 (ქ.სიღნაღი – სოფ.ანაგა) მონაკვეთზე „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, შპს „რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი“-ს ორგანიზებით და საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახმარებით, დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მე-3 ეტაპი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 2018 წლის 1 ივლისს, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება

Tweet about this on TwitterShare on Facebook0