1 მილიონი ლარით დაფინანსდა სოციალური პაკეტის 20%-ის დანამატი, რაც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ სოციალური პაკეტის მიმღებ პირებზე გაიცემა

21/07/2017

გასული წლიდან დაიწყო ყოველთვიური ფულადი დახმარების გაცემა იმ ბავშვებზე, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი. აღნიშნული შეღავათის გასაწევად 2016 წელს 2 მილიონ ლარამდე გაიხარჯა.
ახალი სოფლების სია იხილეთ: http://gov.ge/s/5662d
სოციალური დახმარების სახით დანამატი გაიცემა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისთვის პენსიის 20%-ის ოდენობით. ამ შეღავათის გასაწევად 2016 წელს 8.5 მილიონი ლარი გამოიყო
დაახლოებით 1 მილიონი ლარით დაფინანსდა სოციალური პაკეტის 20%-ის დანამატი, რაც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ სოციალური პაკეტის მიმღებ პირებზე გაიცემა.
შეღავათებით სარგებლობენ ასევე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ბიზნესის დაწყების მსურველები. სულ, ყველა სახის შეღავათისთვის, გასულ წელს 17 მილიონ ლარამდე დაიხარჯა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ არა მარტო დამაგრდეს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობა, არამედ ბარში მცხოვრებ ადამიანებსაც გაუჩნდეთ ინტერესი, რომ დასახლდნენ მთაში.
მაღალმთიან დასახლების სტატუსი ენიჭება დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. კანონის თანახმად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ასევე ენიჭებათ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში შემავალ დასახლებებს მათი ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიუხედავად.
ამ დრომდე სტატუსი მინიჭებული ჰქონდა 1678 დასახლებულ პუნქტს, 2016 წლის მონაცემებით, სარგებლობდა 8426 ადამიანი

Tweet about this on TwitterShare on Facebook0