ზესტაფონში სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ გაიხსნა

24/11/2018

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ და კომპანია ,,m2-ის” ხელმძღვანელებმა ზესტაფონში ახლადაშენებული სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ გახსნეს.
“კონსტრუქტ2” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დეველოპერული კომპანია “m2-ის” საერთო პროექტია, რომლის სრული საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონი ლარია.
11 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამით კოლეჯი ყოველწლიურად 600-მდე სერტიფიცირებულ სპეციალისტს, ხოლო სახელმწიფო პროგრამით – დიპლომირებულ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციალისტებს მოამზადებს. პროექტი სამშენებლო სფეროს პროფესიონალი კადრებით შევსებასა და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
სასწავლებელი 50 მდე აკადემიურ და 30 მდე ადმინისტრაციულ კადრს დაასაქმებს. კოლეჯი პირველ ნაკადს 2019 წლიდან მიიღებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0