1-3 ნოემბერს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე შეზღუდვები დაწესდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის 3 ნოემბერს, სახალხო დღესასწაულ „ჭიათურობა 2018“-თან დაკაშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილია ღონისძიებების გამართვა. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 68-ე კმ-ზე (ნინოშვილის ქუჩა) იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. კერძოდ: ნინოშვილის ქუჩის გადარეცხვითი სამუშაოებისათვის 1 ნოემბერს 10:00სთ- დან 17:00სთ-მდე; სამონტაჟო სამუშაოებისათვის 2 ნოემბერს 12:00სთ-დან 17:00სთ-მდე; „ჭიათურა 2018“- ის ღონისძიების ჩატარებისათვის 3 ნოემბერს 09:00სთ-დან 17:00სთ-მდე.
ამ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შემოვლით გზაზე, ჯარბელის ქუჩის გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Visited 202 times, 1 visit(s) today