10 ეფექტური ნიღაბი ქუთუთოს კანისთვის

08/03/2016

გთავაზობთ ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული ნიღბების რეცეპტებს:

ოხრახუში:
1.წვრილად დაჭერით მწვანილი, ცოტაოდენი წვენიც რომ გამოეყოს. მოურიეთ 2 ჩ.კ. უცხიმო არაჟანთან ერთად. წაისვით მასა ქუთუთოებზე და დაიფარეთ სველი ბამბის დისკი. გააჩერეთ 15 წუთი და თბილი წყლით დაიბანეთ.
2. წვრილად დაჭერით მწვანილი. მოურიეთ ს.კ. დარბილებულ კარაქთან. 10-15 წუთის შემდეგ მოიცილეთ ბამბის დისკით.

კარტოფილი:
გახეხეთ გარეცხილი კარტოფილი. მიღებულ მასას ს.კ. შეურიეთ ჩ.კ. თბილი რძე და ჩ.კ. ფქვილი. დაიდეთ ქუთუთოებზე 15-20 წუთით. დაიბანეთ თბილი წყლით.

ბანანი:
ბანანის მეოთხედი დაამუშავეთ ჩანგლით, დაიდეთ ქუთუთოებზე და დაიფარეთ სველი ხელსახოცით. 15 წუთში დაიბანეთ.

არაჟნი:
მოურიეთ არაჟანი და ხაჭო. დაიდეთ თვალის ირგვლივ კანზე სქლად. 15 წუთის შემდეგ ფრთხილად მოიცილეთ.

ჩაი:
იდეალური საშუალებაა დაღლილობის, დასიებისა და თვალის ქვეშ სილურჯის მოსაცილებლად.
ცხელ წყალში დაყენების შემდეგ ოდნავ შეციებული, დაიდეთ ქუთუთოებზე სველი ბამბის დისკი 15 წუთის განმავლობაში.

კიტრი:
კიტრი გაჭერით შუაზე და დაიდეთ ქუთუთოებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0