11 000-ზე მეტი აბონენტის გაზიფიცირება განხორციელდება

სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება შემდეგ სოფლებში: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები: ჯაფარაული და ისლარი; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები: ნაცატუ და ურთა; მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი ვედიდკარი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი წვერმაღალა; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლები: წყალწმინდა, ჯაპანა, ქვიანი, ჭყონაგორა, ჩოლობარგი და ნიგოითი; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები: ბაისუბანი, პატარაგორი, გელათი, განათლება, ზემო მსხალგორი და ქვემო მსხალგორი; ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფლები: საბუე და ზინობიანი; გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ფოლადაანთკარი; კასპის მუნიციპალიტეტის სოფლები: მეტეხი, ზემო ჩოჩეთი, გომი, ნიაბი, ახალქალაქი და ზემო ხანდაკი; გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ზერტი; ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლები: აგარები, ახალსოფელი, დიდი სატივე და პატარა სატივე. ხოლო, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი მოხისის, ამბოლაურის მუნიციპალიტეტის სოფელი წესის და ონის მუნიციპალიტეტის სოფელი სორის გაზიფიცირებისთვის საჭიროა როგორც საპროექტო, ასევე სამშენებლო სამუშაოების შესრულება.
საერთო ჯამში განხორციელდება 11 000-ზე მეტი აბონენტის გაზიფიცირება.
საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენს 20 000 000 ლარს, რომელიც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ენერგეტიკის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებით არის გათვალისწინებული.

Visited 177 times, 1 visit(s) today