18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18/11/2017

ვერძი
მოსალოდნელია უთანხმოება თანამოაზრეებთან. ნუ გაჯიუტდებით, გადადგით პირველი ნაბიჯი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

კურო
ცვლილებებს შეეგუეთ და გაითავისეთ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას მშობლებთან, მეგობრებთან. აღადგინეთ მივიწყებული კავშირები.

ტყუპი
მოიშორეთ შავბნელი აზრები და დატკბით ცხოვრებით. საღამოს მეგობრებს შინ უმასპინძლეთ, მაგრამ სიფრთხილეს ნუ დაივიწყებთ.

კირჩხიბი
სამსახურის საქმეების პარალელურად მოაგვარეთ პირადი ურთიერთობაც. მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება იმედი გაგიცრუოთ.

ლომი
იყავით ზომიერად თვითკრიტიკული და გარშემო მყოფებისგან ზედმეტ ყურადღებას ნუ ითხოვთ. მოერიდეთ ურთიერთობების გარჩევას საყვარელ ადამიანთან.

ქალწული
ნუ გაჯიუტდებით, რაც არ გამოგდით უნდა შეეშვათ. დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. დაივიწყეთ ის, ვისთვისაც სულერთი ხართ.

სასწორი
მოსალოდნელია შეფერხება და წინააღმდეგობები. ვალი (გართობისთვის) უკიდურეს შემთხვევაში აიღეთ. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

მორიელი
მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან, სიფრთხილე გმართებთ ელექტრონივთებთან. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

მშვილდოსანი
მოერიდეთ ფულის ფლანგვას. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას. მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. ნუ გაამწვავებთ ძველ კონფლიქტს.

თხის რქა
ნუ გადავარდებით ილუზიებში, ნუ ენდობით ტყუილ დაპირებებს. ნუ შეიძენთ ტექნიკას, მეორად ნივთებს. ზოგიერთი დიეტის დაწყებას გადაწყვეტს.

მერწყული
მეტი დრო გაატარეთ მშვიდ გარემოში. იყავით ეკონომიური და მოკრძალებული სურვილებში. ნუ ითხოვთ ზედმეტ ყურადღებას გარშემო მყოფებისგან.

თევზები
მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, ნუ გაიჩენთ ახალ მეგობრებს, თანამოაზრეებს. მეტად გამოავლინეთ ფანტაზია და ფილოსოფიურობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0