12 აპრილიდან იწყება დაზიანებული გზის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ215+700 (ქვედა სიმონეთი, E60 მაგისტრალის აღმოსავლეთ მიმართულება), 2021 წლის 12 აპრილიდან იწყება დაზიანებული გზის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ორ ეტაპად. რის გამოც, დღეს, 10 აპრილს 17:00 სთ-დან, გზის ორ ზოლიანი მოძრაობა გადაერთვება ერთ ზოლში. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Visited 58 times, 1 visit(s) today