12 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

12/09/2019

ვერძი
უფროსმა შეიძლება მნიშვნელოვანი პროექტი ჩაგაბაროთ. ხარისხიანად შეასრულეთ დავალება. საღამოს და თავისუფალ დროს აკეთეთ ის, რაც მოგწონთ და სიამოვნებას განიჭებთ.

კურო
უფროს კოლეგებთან და მეგობრებთან კონტაქტი სასურველ შედეგს გამოიღებს. ყველა ინსტრუმენტი გაქვთ ხელში, რომ საქმეებს საუკეთესოდ გაართვათ თავი.

ტყუპი
სერიოზული საქმეების მოგვარებაც კი საჭიროებს ღიმილსა და იუმორის გამოვლენას. კარგი დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად. ახალი აღმოჩენებისთვის.

კირჩხიბი
დღეს განმარტოება და საკუთარ ფიქრებში ჩაძირვა მოგინდებათ. სასურველია, იმ წარმატებებზეც დაფიქრდეთ, რისი მიღწევაც გსურთ და ისიც გაანალიზეთ, რამ შეიძლება მიგიყვანოთ გამარჯვებისკენ.

ლომი
კეთილშობილი და ნაყოფიერი დღე გელოდებათ. ვერავინ შეგიშლით ხელს სასურველის მიღწევაში. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საქმეების მოგვარებას. სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში.

ქალწული
მოსაწყენად არ გეცლებათ. უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. საღამოს კი მეგობრებთან ერთად უნდა იმხიარულოთ. მოდუნდით და დატკბით ცხოვრებით.

სასწორი
ნურავის გაეჯიბრებით. აკეთეთ ის საქმე, რაც კარგად გამოგდით და გსიამოვნებთ. უმჯობესია, კონკურენტს გაერთიანება შესთავაზოთ, რომ ერთად განახორიელოთ იდეები.

მორიელი
მაქსიმალურად მომთმენი უნდა იყოთ, როგორც ბავშვების, ასევე უფროსების მიმართ. მშვიდად აუხსენით გარშემო მყოფებს თქვენი მოთხოვნები. საღამო მეგობრულ, მხიარულ გარემოში გაატარეთ.

მშვილდოსანი
რაც უფრო ადრე შეუდგებით საქმეების მოგვარებას მით უკეთესია თქვენთვის. საღამოს გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მხიარულებაში აგიყოლიებთ.

თხის რქა
მოიხსენით ვარდისფერი სათვალე და მოვლენებსა და ადამიანებს რეალურად შეხედეთ. მეტი დრო დაუთმეთ სურვილების განხორციელებას. დაფიქრდით, როგორ უნდა მიაღწიოთ სასურველს მარტივი გზებით.

მერწყული
დღეს ზეაქტიური ხართ. უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი და ახალგაცნობილებთან გელით აქტიური კონტაქტი. ძალიან დაგაინტერესებთ ჭორები და მოარული ხმები.

თევზები
თუ კონკრეტულ ადამიანთან კონტაქტი გძაბავთ, ეცადეთ, დისტანცია დაიჭიროთ. თუ ვინმე დახმარებას გთხოვთ, ჯერ დაფიქრდით, რას შედეგს მოგიტანთ ეს თავგანწირვა თქვენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0