14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

13/04/2018

ვერძი
ცნობისმოყვარე და კონტაქტური ხართ. საინტერესო მოსაუბრე შეარჩიეთ, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე გაგცემთ პასუხს. კარგი დღეა ხანომოკლე მოგზაურობისთვის.

კურო
გადახედეთ წარსულს და გამოიტანეთ დასკვნები. ოღონდ, ნეგატივზე ყურადღებას ნუ გაამახვილებთ. სიტუაცია მოითხოვს, რომ იყოთ ან ხელგაშლილი ან ძვირად ღირებული ნივთი შეიძინოთ.

ტყუპი
კომპლიმენტებისა და საჩუქრების დღეა. იყავით თამამი, მხიარული, მაგრამ გამოავლინეთ სიჯიუტე სასურველის მისაღწევად. ზოგიერთი იმიჯის შეცვლას გადაწყვეტს.

კირჩხიბი
საინტერესო ადამიანებთან საუბარი, ახლობლებთან ურთიერთობა მოგინდებათ. კარგი დღეა მოგზაურობისა და ექსკურსიისთვის.

ლომი
კარგი დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად. თანამოაზრეებს ახალი იდეები გაუმხილეთ. ზოგიერთს საზღვარგარეთ გამგზავრებას შესთავაზებენ. მოიშორეთ ის ხალხი, ვინც ნეგატივს ასხივებს, ვინც თქვენი იმედი არ გაამართლა.

ქალწული
დღეს ოპერატიული, თამამი და პირველაღმომჩენი უნდა იყოთ. ნუ გექნებათ გარშემო მყოფების დახმარების იმედი. თუმცა, გავლენიანი მფარველის მოძებნა არ გაგიჭირდებათ.

სასწორი
დღევანდელი დღის მიზანია – თვითგანვითარება და დიპლომატიურობა გარშემო მყოფებთან. თანამოაზრეებთნ ერთად განახორციელეთ ახალი იდეები.

მორიელი
იყავით კონტაქტური და ღიმილიანი. მშვიდად მოისმინეთ გარშემო მყოფების აზრი. კარგი დღეა ჯანმრთელობის გასაძლიერებლად. ზოგიერთს ახალი მეგობარი, დამხმარე გამოუჩნდება.

მშვილდოსანი
თუ მეგობრული და გულგახსნილი იქნებით, ნებისმიერ ინტრიგა გვერდს აგვივლით. თუმცა, ყველას ნუ გაუმხელთ თქვენი წარმატების შესახებ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

თხის რქა
ცვლილებებისა და სიახლეების დღეა. არჩევანი გაქვთ: ან დაემორჩილოთ სიტუაციას-ხალხს, ან ჩაიკეტოთ საკუთარ სამყაროში. ყურადღება გმართებთ ოჯახის წევრების მოთხოვნებისადმი.

მერწყული
შეიძლება შეგეცვალოთ მეგობრების, თანამოაზრეების წრე. ზოგიერთი მოგზაურობას გადაწყვეტს. გზაში საინტერესო ადამიანს გაიცნობს. წარმატება ელით პროგრამისტებსა და ქსელური ბიზნესის წარმომადგენლებს.

თევზები
ყური დაუგდეთ კომპეტენტური ადამიანების აზრს. გადახედეთ მეგობრულ კავშირებს, მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. იქნებ, დროა აითვისოთ ახალი კომპიუტერული პროგრამა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0