15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

15/09/2019

ვერძი
ახლობლების მხრიდან მოიმატებს კრიტიკული შენიშვნები. ეცადეთ, მოთოკოთ ემოციები და მშვიდად მოისმინოთ ყველაფერი. თავად იყავით დიპლომატიური.

კურო
ახლობლებთან შეხვედრის დღეა. მოამზადეთ სადღესასწაულო სუფრა და იმხიარულეთ.

ტყუპი
დღეს თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ. გაიუმჯობესეთ განწყობა და და ჰარმონია დაისადგურებს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაშიც.

კირჩხიბი
გარშემო მყოფების გავლენის ქვეშ მოექცევით. ზოგიერთთან ურთიერთობამ შეიძლება ენერგია გამოგაცალოთ.

ლომი
რომანტიკული შეხვედრა ჰარმონიულად ჩაივლის. საყვარელ ადამიანს გულახდილად გამოუტყდით გრძნობებში.

ქალწული
ძიების დღეა: ეს შეიძლება იყოს ინფორმაცია ან სასწავლო კურსები. აჩქარებით შეიძლება შეცდომები დაუშვათ.

სასწორი
ნუ ჩაერევით გარშემო მყოფების საქმეებში. მათ თავად უნდა გადაწყვიტონ როგორ მოიქცნენ და როგორ იცხოვრონ.

მორიელი
სირთულეებთან ბრძოლა აზარტს შეგმატებთ. ოჯახის წევრებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ.

მშვილდოსანი
ახალგაცნობილებთან შეიძლება ან ახალი საქმეები წამოიწოთ ან რომანტიკული ურთიერთობა გააბათ. მეტად ჩაებით სოციალურ ცხოვრებაში.

თხის რქა
დილიდან პოზიტიური ენერგიით დაიმუხტეთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. გარშემო მყოფებს დანაპირები აუსრულეთ.

მერწყული
სერიოზული საქმეებით ნუ დაიტვირთავთ თავს. უმჯობესია, დღეს ქალაქგარეთ დაისვენოთ.

თევზები
დაუკვირდით ახლობლების ნათქვამს. შეგიძლიათ რჩევაც იკითხოთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხეზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0