19 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი გადაიხურება

02/08/2017

ქობულეთში 19 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი გადაიხურება. დღეს სადგურის ტერიტორიაზე სამუშაოების მიმდინარეობა ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ, გამგებლის მოადგილესთან და ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული პროექტი სახურავის თუნუქისა და ხის კონსტრუქციების შეცვლას, ასევე წყალსარინი ღარებისა და წყალსაწრეტი მილების მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოების განსახორციელებლად გამგეობა 393 392 ლარს დახარჯავს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახურავების გადახურვის მიზნობრივი პროგრამა რამდენიმე წელია ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში 200-ზე მეტი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი გადაიხურა. დღესვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის მოწყობითი სამუშაოები დაათავლიერეს. სამუშაობისთვის მუციპალიტეტის ბიუჯეტიდან 21 500 ლარი გამოიყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0