მუნიციპალიტეტებისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სემინარი გამართა

02/03/2018

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ჩატარდა ერთდღიანი სემინარი „სახელმწიფო შესყიდვების აქტუალური გამოწვევები და სიახლეები“, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებისთვის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის.
სემინარზე განხილულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა, შესყიდვის ახალი საშუალებები, მეთოდები და პროცედურები, შესყიდვების გონივრული დაგეგმვა, ბაზრის კვლევის ინსტრუმენტები, გამარტივებული შესყიდვების თავისებურებები, გასაჩივრების შემთხვევები, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ელექტრონული სერვისები, სააგენტოს ოფიციალური ვებ-საიტის სასარგებლო რესურსები. სემინარს უძღვებოდნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელობა და მაღალკვალიფიციური ექსპერტები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0