20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

20/05/2018

ვერძი
მეტად დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალები და ძილის რეჟიმი. საღამოს გაგიუმჯობესდებათ განწყობა და შეიძლება ახალი იდეებიც დაგებადოთ.

კურო
თუ განწყობაზე იქნებით, რთულ სამუშაოსაც კი ხალისით შეასრულებთ. მიირთვით გემრიელი, მაგრამ ჯანსაღი საკვები. ურთიერთობაში შეცდომები არ დაუშვათ.

ტყუპი
მოაწესრიგეთ პირადი ნივთები, დოკუმენტები და ურთიერთობა ოჯახის წევრებთან.

კირჩხიბი
კარგი დღეა საყიდლებისთვის, სტუმრების მისაღებად. ეცადეთ, არ შეასრულოთ ისეთი საქმე, რომელიც სულიერ სიმყუდროვეს დაგირღვევთ.

ლომი
გადახედეთ საქმეებს, ურთიერთობებს, გამოასწორეთ შეცდომები. საღამოს სიახლეები გელით.

ქალწული
მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ. ნუ დახარჯავთ ენერგიას არაფრისმომცემ საქმეებსა და ურთიერთობებზე.

სასწორი
ზოგიერთი ამოხსნის გარშემო მყოფების საიდუმლოს. იყავით მეტად თვითკრიტიკული. გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა.

მორიელი
ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს გამოუცდელ, თქვენთვის მიუღებელ პარტნიორებთან. ყური დაუგდეთ უფროსების რჩევებს.

მშვილდოსანი
სხვასაც შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი და ნუ იკამათებთ ამის გამო. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახური ტრადიციების აღდგენას.

თხის რქა
საიდუმლოებების ამოხსნა, საჭირო ინფორმაციების მიღება მოგინდებათ. ზოგიერთი გაწყვიტავს კონტაქტს ძველ პარტნიორებთან.

მერწყული
თუ გაღიზიანებული ხართ, მოერიდოთ გარშემო მყოფებთან კამათს. საღამოს განწყობა უკეთესობისკენ შეგეცვლებათ.

თევზები
გაამახვილეთ ყურადღება პოზიტივზე. მოერიდეთ საქმეების გარკვევას ოჯახის წევრებთან. საღამოს ნათესავებს უმასპინძლეთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0