20:00 საათის მონაცემებით, საოლქო კომისიებში ჯამში 261 საჩივარია შესული

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

20:00 საათის მონაცემებით, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ჯამში შესულია 261 საჩივარი, – ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, საჩივრების უმეტესობა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ეხება. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რათა კომისიების მიერ მშვიდ ვითარებაში, ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და ხმის დათვლის პროცესი არ შეფერხდეს.

„საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 261 საჩივარი. საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საოლქო საარჩევნო კომისიებში შეტანილი საჩივრების უმეტესობის ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაა. ასევე, ერთეულ შემთხვევებში, საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების გაბათილება. ყველა საჩივარს საარჩევნო ადმინისტრაცია განიხილავს კანონით დადგენილი წესითა და ვადებით“, – აღნიშნა ანა მიქელაძემ.

Visited 117 times, 1 visit(s) today