2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ფართობს ცეცხლი უკიდია

20/08/2017

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ბორჯომის რაიონის სოფელ დაბას ტერიტორიაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ფართობს ცეცხლი უკიდია. ხანძარი დაახლოებით 500 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული. ხანძრის ლოკალიზება გართულებულია ქარის გამო. ადგილზე მობილიზებული არიან ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სახანძრო სამსახური, პოლიცია, სამაშველო სამსახური და ელოდებიან ვერტმფრენს. ადგილზე იმყოფება ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა.
ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად მაღალი ტემპერატურა სახელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0