2014-2017 წლებში ხონში უპრეზედენტო გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდა

31/08/2017

2014-2017 წლებში ხონში უპრეზედენტო გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდა და პროცესი დღემდე მიმდინარეობს.ჯამში, წლის ბოლომდე ხონში ბუნებრივი აირი 7 000 -ზე მეტ ოჯახს მიეწოდება.
1. ქალაქ ხონში აშენდა 70 341 გრძივი მეტრი გაზსადენი და ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა 4 200-ზე მეტ ოჯახს( 2014-2015 წწ);
2. ხონის სამხედრო დასახლებაში აშენდა 8 594 გრძივი მეტრი გაზსადენი და 646 ოჯახში დამონტაჟდა ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძი, თითოეულ ოჯახს გადაეცა გაზის გამათბობელი( 2014- 2015 წწ);
3. სოფლები პატარა ჯიხაიში, გოჩა-ჯიხაიში, მათხოჯი, დიდი და პატარა კუხი, ახალშენის ნაწილი გაზიფიცირდა ( 2015- 2016 წწ);
4. სოფლებში ივანდიდში, საწულუკიძეოში, ნახახულევში, კონტუათში, ახალშენში მიმდინარეობს მოსახლეობის (1644 ოჯახის ) გაზიფიცირების პროცესი (2017 წელი);

Tweet about this on TwitterShare on Facebook0