2017 წლის ზამთრის სეზონზე კურორტი გომარდული ვიზიტორების მიღებას შეძლებს

2017 წლის ზამთრის სეზონზე კურორტი გომარდული ვიზიტორების მიღებას შეძლებს, მანამდე კი ადგილზე ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მოწესრიგება მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაობი მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.
ამ დროისათვის მიმდინარეობს კოტეჯებში გათბობის სისტემის, სველი წერტილების და შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები. დღის ბოლომდე კურორტს წყლის პრობლემა მოუგვარდება, მოწესრიგებულია კურორტამდე მისასვლელი გზა.
სამთო-სათხილამურო კურორტი გომარდული ბათუმი-ახალციხის ტრასაზე, ბათუმიდან 90 კმ-ში, ზღვის დონიდან 1250 მ მდებარეობს. რამდენიმე წლის წინ აქ მოთხილამურეებისთვის 270-მ ბაგირგზა და 350 -მ სათხილამურო ტრასა აშენდა. გომარდულში 5 კოტეჯი, რესტორანი და ადგილობრივების საოჯახო სასტუმროებია. კურორტი ვიზიტორებისთვის საკმაოდ მიმზიდველია და გომარდულით, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტები არიან დაინტერესებულები. გომარდულის პოპულარულ კურორტად გადაქცევას ხელს შეუწყობს მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტიც, რომელზეც სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კურორტზე ტურისტებს ეძლევათ საშუალება სათხილამურო აღჭურვილობის ქირაობის.კურორტი დამსვენებლებს სთავაზობს ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროებსაც,სადაც ადგილობრივები სტუმრებს ცნობილი აჭარული კერძებით უმასპინძლდებიან.

Visited 504 times, 1 visit(s) today