23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

23/03/2019

ვერძი
ენერგიული და ცნობისმოყვარე ხართ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მნიშვნელოვანი საქმე დილით დაიწყეთ.

კურო
იყავით კეთილგანწყობილი გარშემო მყოფებისადმი. ახლობლებმა შეიძლება საკუთარი მიზნების განსახორციელებლად გამოგიყენონ.

ტყუპი
თანამოაზრეებთან ერთად განახორციელებთ შემოქმედებით იდეებს. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.

კირჩხიბი
საოჯახო საქმეების შესრულება, სარემონტო საკითხების განხილვა და ცხოველების მოვლა გმართებთ დღეს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ლომი
ეცადეთ, დღევანდელი დღე ფერადი და დასამახსოვრებელი გახადოთ. კარგია ქალაქგარეთ სეირნობა. მშობლებმა მეტი დრო დაუთმეთ შვილების ფიზიკურ აღზრდას.

ქალწული
სწრაფად შეასრულებთ ყველა ვალდებულებას და სწრაფადაც დაიღლებით. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას, რთული საკითხების მოგვარებას.

სასწორი
რაც უფრო აქტიური იქნებით, მით მეტად აისრულებთ სურვილებს. კარგი დღეა ინტელექტუალური სამუშაოს შესასრულებლად, უცხო ენის გასაღრმავებლად.

მორიელი
ურთიერთობაში იყავით დისტანციური, მაგრამ რბილი. პასიურობა სიკეთეს არ მოგიტანთ. მცირე თავგადასავალზე უარს ნუ იტყვით.

მშვილდოსანი
კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. შეიძლება განახლოთ ძველი კავშირები, ჰობი, საქმეები.

თხის რქა
დააკვირდით გარშემო მყოფების ქცევას. ეცადეთ, არ ჩაერიოთ სხვის საქმეებში, ცხოვრებაში. გრძნობებისა და ემოციების გამოხატვაში იყავით თავშეკავებული.

მერწყული
კარგი დღე ელით ცნობისმოყვარე, კონტაქტურ, ენერგიულ ადამიანებს. დააკვირდით პოლიტიკურ, სპორტულ მოვლენებს.

თევზები
ზოგიერთი თავს ახალ სფეროში მოსინჯავს. მხოლოდ ერთგულ და ჭკვიან პარტნიორებს ენდეთ. არ მიატოვოთ დაწყებული საქმეები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0