24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24/10/2019

ვერძი
სიტყვაზე არავინ დაგიჯერებთ, რომ მუშაობთ. მთავარია, შედეგი დადოთ. მოთმინებით აღიჭურვეთ, როცა საქმე ბავშვებს ეხება ან უფროსთან გელით შეხვედრა.

კურო
დროა, საქმეების მოგვარებას შეუდგეთ. ეცადეთ, კარგად შედგენილი გეგმა გქონდეთ; ყველა წვრილმანის გათვალისწინებით. სამართლიანად იბრძოლეთ გამარჯვებისთვის!

ტყუპი
საინტერესო საუბარი გელით თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან. ეცადეთ, კითხებს გასცეთ პასუხი და კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი არ გააჩინოთ. მეტად დააფასეთ თქვენი თავი და იდეები.

კირჩხიბი
ერთად შეკრიბეთ ყველაფერი ის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია და მეტად გაუფრთხილდით. მეგობრები და ნათესავები იდეების განხორციელებაში დაგეხმარებიან.

ლომი
უამრავი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი, მაგრამ დროში შეზღუდული ხართ. ნუ მოცდებით, გართობაზე, თორემ რამე გამოგეპარებათ.

ქალწული
მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე და ეცადეთ, ყურადღება არ მიაქციოთ მცირე დაბრკოლებებსა და უხერხულ მომენტებს. მოერიდეთ თამამ გამონათქვამებსა და თამამი ნაბიჯების გადადგმას.

სასწორი
უამრავი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. დაიკმაყოფილეთ ინტერესი, მაგრამ ძირითადი ვალდებულებები შეუსრულებელი არ დაგრჩეთ.

მორიელი
თუ დარწმუნებული ხართ, რომ რასაც აკეთებთ კარგია, აქტიურად იმოქმედეთ. თქვენი ყოველი ნაბიჯი გააზრებული და გათვლილი უნდა იყოს. მცირე ავანტიურაც დასაშვებია.

მშვილდოსანი
თუ ადამიანის გაცნობა გსურთ, სხვას რატომ ელოდებით? მიდით, წარუდგინეთ საკუთარი თავი და მისი აზრებიც მოისმინეთ. მერე გადაწყვეტთ, გსურთ ამ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება თუ არა.

თხის რქა
მზად ხართ კამათის, აზრთა გაცვლისა და საუბრისთვისაც კი. განსაკუთრებით საღამოს გაგიმართლებთ, როცა საინტერესო ადამიანებს შეხვდებით. ერთგული მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ.

მერწყული
კოლეგებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. განსაკუთრებით კარგ შედეგს მოგიტანთ დაწყებული საქმეების დასრულება. თუ საჭირო გახდება, ლიდერის თვისებები უნდა გამოვლინოთ და კოლეგებში ვალდებულებები სწორად გადაანაწილოთ.

თევზები
დილა ვარჯიშით დაიწყეთ, რათა ენერგიულად შეუდგეთ დაწყებული საქმეების დასრულებას. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ და ეცადეთ, გაიუმჯობესოთ ძილის რეჟიმი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0