25 აგვისტოს დილის ათი საათიდან, მოძრაობა შეიზღუდება ვახუშტის ხიდიდან „ვეფხის და მოყმის“ ძეგლამდე. საპირისპირო მიმართულებით

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 25 აგვისტოს დილის ათი საათიდან, მოძრაობა შეიზღუდება ვახუშტის ხიდიდან „ვეფხის და მოყმის“ ძეგლამდე. საპირისპირო მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით ორმხრივი გახდება. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური აღნიშნულ მონაკვეთზე აწარმოებს გზის რეაბილიტაციას – იგება ასფალტის საფარის ზედა ფენა. სამუშაოები 27 აგვისტოს დილის რვა საათისთვის დასრულდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

Visited 172 times, 1 visit(s) today