25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25/10/2019

ვერძი
იდეალური დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეების შესასრულებლად. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან.

კურო
თუ შეგიძლიათ, რომ პრობლემები აირიდით, აირიდეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ეცადეთ, არ დაძაბოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან.

ტყუპი
სასურველის მისაღწევად მეტად უნდა გააქტიურდეთ. ეცადეთ, დროზე დაასრულოთ საქმეები, რათა საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ. თუმცა, გაწყვეტილი კავშირების აღსადგენად დღევანელ დღეს ნუ გამოიყენებთ.

კირჩხიბი
დილა პოზიტიურად დაიწყეთ. სასიამოვნო მომენტებით აღსავსე დღე გელით. გამონახეთ დრო კულტურულ ღონისძიებაზე დასასწრებად, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

ლომი
შეიძლება ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც თქვენ გსურთ, მაგრამ არ განერვიულდეთ. მთავარია, დროზე შეასრულოთ ძირითადი საქმეები, დეტალების გამოსწორებას ყოველთვის მოასწრებთ.

ქალწული
რაც უფრო მშვიდი იქნებით, მით დაკვირვებულად შეძლებთ მუშაობს. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და მუსიკასაც მშვიდს მოუსმინეთ. ჩაცმულობაში მკვეთრი ფერის აქსესუარები გამოიყენეთ.

სასწორი
დღის განმავლობაში მუდამ უნდა გახსოვდეთ, რომ იყოთ დელიკატური და მეტად გამოავლინოთ დახვეწილი მანერები. მიმდინარე საკითხები თქვენგან განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს.

მორიელი
ყოველთვის დარწმუნებული იყავით, რომ ადამიანს გული არ უნდა გადაუშალოთ. მაგრამ თუ რომანტიკული ურთიერთობის გაუმჯობესება გსურთ, დღევანდელი დღე გამოიყენეთ.

მშვილდოსანი
ნუ გაართულებთ ყველაფერს. სანამ არ გთხოვენ დახმარებას, არავის მიეხმაროთ პრობლემების მოგვარებაში. უმჯობესია, ჯერ საკუთარი ვალდებულებები შეასრულოთ.

თხის რქა
სიამოვნების მიღების დღეა. აუჩქარებლად, დაკვირვებით იმუშავეთ და ეცადეთ, შინ დროზე დაბრუნდეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

მერწყული
მეგობრები საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან. შეიძლება ძველ კოლეგებსაც შეხვდეთ და დახმარება მათგანაც მიიღოთ. ეცადეთ, გული იმ ადამიანებს გადაუშალოთ, ვისგანაც იცით, რომ დახმარებას მიიღებთ.

თევზები
კარგი დღეა თქვენი იდეები და გეგმები გავლენიან პიროვნებებს რომ გაუმხილოთ. ეცადეთ, მშვიდად მოაგვაროთ საყვარელ ადამიანთან უსიამოვნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0