26-27 სექტემბერს 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ16-კმ17 მონაკვეთზე „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, დაგეგმილია დრიფტში საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 2020 წლის 26 და 27 სექტემბერს, 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Visited 138 times, 1 visit(s) today