28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28/10/2019

ვერძი
სამსახურის საქმეებისა და ვალდებულებების მიუხედავად, უნდა გამონახოთ დრო რომანტიკისთვის. საღამოს გემრიელი ვახშამი მოუმზადეთ ახლობლებს. ძილის წინ უახლოეს პარკში გაისეირნეთ.

კურო
რაც უფრო ჩახლართულია სიტუაცია, მით მეტად მობილიზებული და მშვიდი უნდა იყოთ. თქვენ იცით, როგორ უნდა მოიქცეთ და გარშემო მყოფებიც დაგეთანხმებიან. თქვენი ტონი პატივისცემასა და თანამშრომლობის სურვილს უნდა აჩენდეს.

ტყუპი
რთული ვალდებულებების შესრულება მოგიწევთ, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც უნდა გაიღიმოთ. ეცადეთ, ისეთ ადამიანთან ითანამშრომლოთ, ვინც ზედმეტად აღარ დაგამძიმებთ.

კირჩხიბი
აკონტროლეთ ემოციები. არავის უნდა დაანახვოთ თქვენი თავი ასეთ მდგომარეობაში. დღეს ტვინით უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და არა გულის კარნახით.

ლომი
თუ წვრილმანების გამო ნერვებს არ მოიშლით და თუ სხვის ნათქვამს არ გამოეკიდებით, უამრავ საქმეს შეასრულებთ. საღამო ოჯახის წევრეთან ერთად გაატარეთ. მათთან საუბარი გაგამხიარულებთ.

ქალწული
ახალი იდეების განსახორციელებლად და ახალი საქმეების დასაწყებად დღევანდელი დღე არ გამოდგება. დღეს უმჯობესია, განმარტოებით იმუშაოთ, მშვიდ გარემოში.

სასწორი
ყველაზე კარგად თავს შინ იგრძნობთ. ნათესავები მშვიდ გარემოს შეგიქმნიან და უსიამოვნების მოგვარებაშიც
დაგეხმარებიან. მშვიდი დიალოგი გმართებთ თქვენზე განაწყენებულ ადამიანთან.

მორიელი
ცოტა შეამცირეთ სიჩქარე, არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი დღეს არ დაგეგმოთ. უმჯობესია, დღე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, მშვიდ გარემოში გაატაროთ.

მშვილდოსანი
იყავით მეტად ცნობისმოყვარე, დასვით კითხვები თქვენთვის საინტერესო საკითხებზე. ნაკლები დრო დაუთმეთ უსიამოვნო ადამიანებთან საქმეების გარჩევას.

თხის რქა
თუ დარწმუნებული არ ხართ საკუთარ შესაძლებლობაში, არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ დაგეგმოთ. დღევანდელი დღე შეცდომების გამოსწრებას, უსიამოვნებების აღმოფხვრას (ახლობლებში) დაუთმეთ.

მერწყული
სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. უმჯობესია, ცოტა ხანი მოიცადოთ (თუ დრო ითმენს) და დამშვიდებულ გულზე გადაწყვიტოთ ყველაფერი.

თევზები
დაფიქრდით, ბოლოს როდის გაესინჯეთ ექიმს? კმაყოფილი ხართ თქვენი ჯანრთელობის მდგომარეობით. დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი, საღამო საყვარელი ადამიანების გარემოში გაატარეთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0